თავში

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაფიქსირდა

ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაფიქსირდა
ავსტრალიაში კორონავირუსის ახალი აფეთქება დაფიქსირდა

ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში  ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 108 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული 3 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აფეთქების მეორე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლებამ 9 საცხოვრებელი კომპლექსის დაახლოებით 3 000 მაცხოვრებელი იზოლაციაში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას 9 News ავრცელებს.

"ეს რიცხვები ცხადყოფს, რომ ჩვენ ისევ უფსკრულის პირას ვართ… ამიერიდან, ეს საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც მოიცავს ცხრა ობიექტს, დაიხურება და იზოლირდება. მაცხოვრებლები უნდა დარჩნენ საკუთარ სახლებში ... ერთადერთი, ვისაც შესვლა და გასვლა შეუძლია, ისინი იქნებიან, ვინც პირველადი მომსახურებით უზრუნველყოფენ მათ", - განაცახდა ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრმა დენიელ ენდრიუმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქ მელბურნში მდებარე გარეუბანში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system