თავში

ავსტრალიაში კორონავირუსის მე-12 შემთხვევა დაადასტურეს

ავსტრალიაში კორონავირუსის მე-12 შემთხვევა დაადასტურეს
ავსტრალიაში კორონავირუსის მე-12 შემთხვევა დაადასტურეს

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში კორონავირუსით 12 ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას 7News ავრცელებს. 

ავსტრალიის პრემიერ მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინეთიდან ჩამოსული ყველა უცხოელი ტურისტის შესვლა აიკრძალა. მისი თქმით, მხოლოდ ავსტრალიის მოქალაქეებს შეეძლებათ ქვეყანაში ფრენა ჩინეთიდან. 

ახალი ტიპის კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ვირუსის აფეთქების შესახებ 31 დეკემბერს აცნობა.

30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის კომისიამ გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system