თავში

ავსტრალიაში ნიანგებით სავსე წყალში კუზიანი ვეშაპები გამოჩნდნენ

ავსტრალიაში ნიანგებით სავსე წყალში კუზიანი ვეშაპები გამოჩნდნენ
ავსტრალიაში ნიანგებით სავსე წყალში კუზიანი ვეშაპები გამოჩნდნენ

ავსტრალიაში, კაკადუს ეროვნული პარკში ადგილობრივმა მოსახლეობამ, პირველად ისტორიაში, კუზიანი ვეშაპები ნიანგებით სავსე წყალში დააფიქსირა.

"ეს ისეთი რამ არის, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილში, არამედ ავსტრალიაში. ეს მართლაც უჩვეულოა ”, - განაცხადა ეკოსისტემის მეცნიერმა, ქეროლ პალმერმა. 

ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორმა ვეშაპმა წყალი დატოვა, ხოლო ერთი ჯერჯერობით დარჩა. ისინი შეეცდებიან, კუზიანი ვეშაპი ნიანგებით სავსე წლიდან უსაფრთხოდ გაიყვანონ.

ექსპერტების თქმით, ვეშაპის სიგრძე 16 მ-ია და ის, სავარაუდოდ, ნაპირიდან 30 კილომეტრში იმყოფება. მათი თქმით, ვეშაპის შესვლა არც თტ ღრმა წყალში სავალალო შედეგს გამოიწვევს.

ეკოსისტემის მეცნიერის თქმით, ოფიციალური პირები მის გადასარჩენად რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.  მაგალითად, კატარღებიდან ხმაურიანი ხმის გამოყენებას, ან კუზიანი ვეშაპის ხმების ჩანაწერების გაჟღერებას.

”ეს ძალინ  რთულია, მაგრამ ყველა ცდილობს, რომ ყველაფერი პოზიტიურად დასრულდეს", - განაცხადა პალმერმა.

ექსპერტების აზრით, ვეშაპები ყოველწლიურად საზღვაო მიგრაციაში იმყოფებიან და სავარაუდოდ, ამ კონკრეტულ შემთვევაში, ვეშაპებს გზა აერიათ და არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system