თავში

ავსტრალიაში ყველაზე იდუმალი ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა

ავსტრალიაში ყველაზე იდუმალი ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა
ავსტრალიაში ყველაზე იდუმალი ცხედრის ექსჰუმაცია ჩატარდა

ავსტრალიაში პოლიციამ ყველაზე იდუმალი ცხედრის ექსჰუმაცია ჩაატარა, რომლის ვინაობა 73 წლის განმავლობაში უცნობი იყო. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

უცნობი ადამიანის ცხედარი 1948 წლის პირველ დეკემბერს იქნა ნაპოვნი ავსტრალიის ქალაქ სომერტონის პლაჟზე. პოვნის მომენტიდან, დღემდე გამომძიებლებისათვის უცნობი იყო მისი პიროვნების ვინაობა და სიკვდილის მიზეზი. ნეშტი უსახელო საფლავში დამარხეს წარწერით: "აქ განისვენებს უცნობი პიროვნება".

ამდენი წლის შემდეგ, პოლიციამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა და მისი ექსჰუმაციის პროცედურა ჩაატარა. სამუშაოების შედეგად ამოღებულია პიროვნების დნმ, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი ნათესავების პოვნა და ვინაობის განსაზღვრა.

ცხედრის საქმეზე ნაპოვნია ძველი ქაღალდიც, რომელზედაც სპეციალური საიდუმლო შიფრით დატანილია ტელეფონის ნომერი და სხვა და სხვა ასოები, რის საფუძველზეც პოლიცია ვარაუდობს, რომ უცნობ ვითარებაში დაღუპული ადამიანი ჯაშუში იყო. ნაპოვნია ასევე ნაგლეჯი ომარ ხაიამის ლექსიდან, სადაც წერია "თამამ შუდ’’- რაც ნიშნავს - "ყველაფერი დამთავრებულია". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system