თავში

ავსტრალიაში ტყის ხანძრების ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა

​ავსტრალიაში ტყის ხანძრების ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა
ავსტრალიაში ტყის ხანძრების ნახევარი მილიარდი ცხოველი ემსხვერპლა

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ავსტრალიაში, ახალი უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა. ამის შესახებ ექსპერტებზე დაყრდნობით The Straits Times-ი წერს.

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანძარის შედეგად დახლოებით 480 მილიონი ძუძუმწოვარი, ფრინველი და რეპტილია დაიხოცა.

„კვლევა აჩვენებს, რომ დამწვარ ტერიტორიებზე ცხოველებს არ ჰყოფნით საკვები და თავშესაფარი, რათა გარეულ მტაცებლებს დაემალონ. ეს კი პოპულაციის მკვეთრ შემცირებას იწვევს", - აცხადებს პროფესორი კრის დიკმანი.

ხანძარმა, რომელიც რამდენიმე თვეა მძვინვარებს, 20 ადამიანი იმსხვერპლა. ათასობით იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. სტიქიამ დახლოებით 5 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system