თავში

ავსტრალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავსტრალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ავსტრალიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავსტრალიაში, კერძოდ დასავლეთ ავსტრალიის შტატში Robinson R44-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ვერტმფრენი ჩამოვარდა სოფელ ბრუმის გარეუბნებში. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა პილოტისა და 11 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ABC  აღნიშნავს, რომ ვერტმფრენის პილოტი მიყენებული ჭრილობებისგან შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ხოლო გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურო მომხდარს იძიებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system