თავში

ავსტრალიასთან მოსიარულე ზვიგენები აღმოაჩინეს

ავსტრალიასთან მოსიარულე ზვიგენები აღმოაჩინეს
ავსტრალიასთან მოსიარულე ზვიგენები აღმოაჩინეს

ავსტრალიის ჩრდილოეთით ზვიგენების ოთხი ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც გადასაადგილებლად თავიანთ ფარფლებს იყენებენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ისინი მცირე ზომის თევზებით იკვებებიან. 

"ადამიანებისთვის ისინი საშიშროებას არ წარმოადგენენ. ისინი ზღვის მცირე ზომის არსებებით იკვებებიან. მათ, ფარფლების მეშვეობით ჟანგბადის ნაკლებობით გამორჩეულ ადგილებში გადაადგილება შეუძლიათ. ახლადაღმოჩენილი ზვიგენები საშუალოდ ერთი მეტრის სიგრის არიან", - განაცხადა ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერმა კრისტინ დაჯიონმა. 

მოსიარულე ზვიგენებმა ევოლუცია 9 მილიონი წლის წინ განიცადეს. ამით, ისინი ყველაზე "ახალგაზრდა" ზვიგენები არიან დედამიწაზე. 

"ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ თანამედროვე ზვიგენებს აქვთ ევოლუციური გადარჩენის არაჩვეულებრივი თავისებურებები და ახალ გარემოსთან შეგუების უნარი", - აცხადებენ მეცნიერები. 

კრისტინ დაჯიონის ვარაუდობს, რომ ზვიგენების ამ სახეობამ საცხოვრებელი ადგილი ორი მილიონი წინ შეიცვალა და იზოლირებულ გარემოში დაიდო ბინა. სწორედ ამ ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდნენ ისინი ავსტრალიის სანაპიროსთან ახლოს, სადაც მეცნიერებმა იპოვეს. 

"გვჯერა, რომ ამ ოთხი სახეობის გარდა კიდევ არაერთი შთამბეჭდავი მოსიარულე ზვიგენის აღმოჩენას შევძლებთ", - განაცხადა მან. 

მეცნიერული ნაშრომი გასულ კვირას ჟურნალებში Marine და Freshwater Research გამოქვეყნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system