თავში

ავსტრალიელ მკვლევართა თქმით, ჩინეთი სინძიანიში დაკავების 380 იზოლატორს მართავს

ავსტრალიელ მკვლევართა თქმით, ჩინეთი სინძიანიში დაკავების 380 იზოლატორს
ავსტრალიელ მკვლევართა თქმით, ჩინეთი სინძიანიში დაკავების 380 იზოლატორს მართავს

ავსტრალიის კვლევითი ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ჩინეთი სინძიანიში 380-ზე მეტ ციხეს ფლობს.

მკვლევართა თქმით, ჩინეთმა, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი უიღური და სხვა, ძირითადად მუსლიმი თურქულენოვანი  ადამიანი დააკავა, რომლებიც სინძიანის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებიან.

ობიექტების რაოდენობა დაახლოებით 40 პროცენტით გაიზარდა, რადგან 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივლისამდე 61 დაკავების იზოლატორის გაფართოება და მშენებლობა მიმდინარეობდა. ავსტრალიელ მკვლევართა თქმით, აღნიშნული ობიექტები მიუხედავად ჩინეთის მტკიცებისა, რომ ბევრი უიღური გაათავისუფლეს, იზრდება.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანომ, სინძიანიდან პროდუქტის იმპორტის განხორციელების აკრძალვას მხარი დაუჭირა. მოტივად რეგიონში სისტემური იძულებითი შრომა დაასახელა.

პეკინმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ის იცავს თავის პოლიტიკას სინძიანიში და ამბობს, რომ "სასწავლო პროგრამები, სამუშაო სქემები და უკეთესი განათლება ცხოვრების გაუმჯობესება ნიშნავს".

ამასთან, ავსტრალიელ მკვლევართა აზრით, პეკინმა ეს განცხადება ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად გააკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system