თავში

ავსტრალიელი დედა: ბავშვებს საფენის გადაჩვევა არ აიძულოთ

ავსტრალიელი დედა: ბავშვებს საფენის გადაჩვევა არ აიძულოთ
ავსტრალიელი დედა: ბავშვებს საფენის გადაჩვევა არ აიძულოთ

ავსტრალიელი დედა და ბლოგერი ლაურა მაზა საკუთარ შვილებსб 4 წლის სოფიას და 2 წლის ჯეიმს ტუალეტის გამოყენებას არ ასწავლის. მისი შვილები კვლავ საფენებს მოიხმარენ.

ლაურა ამბობს, რომ სოფია და ჯეიმსი ჯერ მზად არ არიან საფენის გადასაჩვევად, ამიტომ ის მათზე არ ძალადობს.

33 წლის დედა აღნიშნული ფაქტის გამო კრიტიკის მსხვერპლი გახდა. თუმცა მან პასუხი გასცა ყველას, ვინც  მისი ბავშვების აღზრდის მეთოდები გააკრიტიკა.

"ჩემი შვილები საფენს მაშინ მოიშორებენ, როდესაც მზად იქნებიან. მე მათ არ ვაძალებ. როცა თვითონ გადაწყვეტენ,  მხოლოდ მაშინ ისწავლიან ქოთნისა და ტუალეტის გამოყენებას", - თქვა ლაურამ.

ლაურას თქმით, ბავშვები ექიმმა შეამოწმა და ისინი ძალიან განვითარებულად ითვლებიან, ამიტომ საფენის გამოყენებაში საშიში არაფერია.

ბავშვების პედიატრმა ლაურას აუხსნა, რომ საფენის გადაჩვევა აუცილებელია და მას რამდენიმე რჩევა მისცა. ბავშვებს საფენის გადაჩვევაში წიგნები წაკითხვა და საჭირო ოთახში ცოტა მეტი დროის გატარება ურჩია.

ავსტრალიელი დედა ექიმების აზრს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მათთვის სხვა საკითხებშიც არ უნდა დაეჯერებინა და თავისი აზრებით უნდა ემოქმედა.

"როდესაც ექიმს დავუჯერე და ჩემს 4 წლის სოფიას ვასწავლე ტუალეტის გამოყენება, იძულების წესით მოქმედებამ მასზე ცუდად იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე, როგორც თვითონ გრძნობს თავს კომფორტულად, ისე ვიმოქმედო", - განაცხადა ლაურამ.

ლაურას ჰყავს 6 წლის ბიჭიც ლუკასი, რომელიც ზუსტად 4 წლის იყო, როდესაც საფენის მოხმარება შეწყვიტა. დედის თქმით, ბავშვმა ეს მაშინ გააკეთა, როცა მზად იყო.

სამი შვილის დედა სხვა დედებსაც მიმართავს.

"დედებო, ბავშვები საფენს მაშინ გადაეჩვევიან, როდესაც ისინი მზად იქნებიან. თავს დამნაშავედ ნუ გრძნობთ და ნუ დააძალებთ იმის გაკეთებას, რაც არ სურთ", - დასძინა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system