თავში

ავსტრალიის პოლიცია ვომბატის მკვლელობას იძიებს

ავსტრალიის პოლიცია ვომბატის მკვლელობას იძიებს
ავსტრალიის პოლიცია ვომბატის მკვლელობას იძიებს

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ჩაქოლა ოფიცერმა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესვრის ქვებს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი ჭუჭყიან გზაზე ნელა მიმავალ ვომბატს. მასალა ოფიცრის მეწყვილემ გადაიღო, რომელიც მას მანქანიდან "ამხნევებდა". გადაღების დაწყებისთანავე, ოფიცერი ძუძუმწოვარის მიმართულებით ქვების სროლას იწყებს. სამჯერ მოხვედრის შემდეგ ვომბატი მიწაზე უგონოდ ეცემა. ოფიცერი „მისი გამარჯვების აღსანიშნავად“ ხელებს ჰაერში წევს, ხოლო მისი მეწყვილე მანქანიდან სიცილით პასუხობს და ეუბნება „ოჰ ძმაო, შენ ის მოკალი“.

ვომბატი პატარა, ოთხფეხა, ბეწვიანი ძუძუმწოვარია რომელიც თავისი ბუნაგიდან ძირითადად ღამის პერიოდში გამოდის. ეს სახეობა ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული და დაცული სახეობების სიაშია შეყვანილი.

ავსტრალიის ეროვნული მაუწყებლის ABC- ის ინფორმაციით, სამხრეთ ავსტრალიაში პოლიციის კომისარმა, გრანტ სტივენსმა დაადასტურა, რომ ვიდეოში გადაღებული ადამიანი პოლიციელია და საქმეზე მოკვლევა დაიწყო. მან არ გამორიცხა, რომ საქმე შესაძლოა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც აღიძრას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system