თავში

ავსტრალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 44 პირი დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 44 პირი დააკავა
ავსტრალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე 44 პირი დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა მიმართ გაუპატიურების, წამებისა და პორნოგრაფიული ვიდეოების გამოქვეყნებისთვის 44 მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ პროცესში 16 არასრულწლოვანი ფიგურირებდა. დაკავებული მამაკაცები, რომელთა ასაკი 19-57 წლამდეა, მშენებლობებზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სატრანსპორტო კომპანიებში მუშაობდნენ.

დაკავების ოპერაცია, რომელშიც ასობით პოლიციელი და სხვა სპეციალისტი იყო ჩართული, ავსტრალიის რამდენიმე შტატში - ვიქტორიაში, კუიზლენდში, სამხრეთ უელსში, ტასმანიაში, დასავლეთ ავსტრალიასა და სიდნეიში განხორციელდა.

"ბავშვები საქონელი არ არის, ჩვენი პოლიცია და სხვა პარტნიორი სამართალდამცავები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რათა აღკვეთონ მსგავსი შემთხვევები და დააკავონ ბრალდებულები", - განაცხადეს პოლიციაში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ დაკავებული პირების სახლები გაჩხრიკეს, საიდანაც ის ტექნიკა ამოიღეს, რომლითაც ვიდეოების გადაღება და გასაღება მიმდინარეობდა.

ავსტრალიის პოლიციის მონაცემებით, მიმდინარე წელს ბავშთა მიმართ პორნოგრაფიაში ჩართული 134 ბავშვი გადაარჩინეს, აქედან 67 ავსტრალიაში არ იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system