თავში

ავსტრალიის სასამართლომ ელისაბედ II-ის 45 წლის წინანდელი წერილების გამოქვეყნების დადგენილება გასცა

​ავსტრალიის სასამართლომ ელისაბედ II-ის 45 წლის წინანდელი
ავსტრალიის სასამართლომ ელისაბედ II-ის 45 წლის წინანდელი წერილების გამოქვეყნების დადგენილება გასცა

ავსტრალიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის მიმოწერა გასაჯაროვდება. ის 1975 წელს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, გოფ უიტლემის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება.

როგორც სააგენტო France-Presse წერს, სასამართლომ ჩათვალა, რომ წერილებს, რომელიც მონარქმა გენერალ-გუბერნატორ ჯონ კერის მისწერა, საზოგადოება უნდა გაეცნოს.

კერმა უილიამი პრემიერად არჩევიდან 3 წლის შემდეგ გაათავისუფლა. ამას საკონსტიტუციო კრიზის მოჰყვა. მისი გადაყენების მიზეზებზე დღემდე დავობენ. სასამართლომ ჩათვალა, რომ წერილების გამოქვეყნება ამ დავებს დაასრულებს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

2018 წელს წერილების გამოქვეყნება ისტორიკოსმა ჯენი ჰოკინგმა მოითხოვა, თუმცა ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system