თავში

ავსტრიაში გუშინ ვირუსისგან უფრო მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

ავსტრიაში გუშინ ვირუსისგან უფრო მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა
ავსტრიაში გუშინ ვირუსისგან უფრო მეტი გამოჯანმრთელდა, ვიდრე დაინფიცირდა

ავსტრიაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 897-ს აღწევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 270 პირი დაინფიცირდა, ხოლო 491 გამოჯანმრთელდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფცირებულთა რაოდენობა გასული დღეების განმავლობაში საგრძნობლად კლებულობს, რაც კარგის მანიშნებელია. 

"ეს იმედისმომცემი მაჩვენებელია, მაგრამ, განსაკუთრებით ახლა, ჩემი მოწოდებაა, რომ არ აღნიშნოთ აღდგომის დღესასწაული", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა.

"თუ აღდგომის პერიოდს მშვიდად გადავიტანთ, ვითარება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება", - აღნიშნა კანცლერმა, სებასტიან კურცმა.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში COVID-19-ის ინფექციას 204 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system