თავში

ავსტრიაში ლატარიის გამყიდველმა თავის თავს 40 ათასი ევროს ღირებულების ბილეთები დაუბეჭდა

​ავსტრიაში ლატარიის გამყიდველმა თავის თავს 40 ათასი ევ
ავსტრიაში ლატარიის გამყიდველმა თავის თავს 40 ათასი ევროს ღირებულების ბილეთები დაუბეჭდა

დასავლეთ ავსტრიაში, ზალცბურგის ფედერალურ შტატში, ქალაქ ტენენგაუში, მაღაზიის თანამშრომელმა 40 000 ევრო ღირებულების ლატარიის ბილეთები დაიბეჭდა და 12 000 ევრო "მოიგო". Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Salzburg24 ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, გამყიდველი ბილეთებს მაღაზიაში მდებარე ლატარიის გასაყიდ აპარატზე ბეჭდავდა. ქვითრებს, რომლების სკანერის დახმარებით უნდა შეემოწმებინათ და თანხა გაენაღდებინათ, ის უბრალოდ აგდებდა.

მცირე ზომის მოგებას ქალი გვერდით მდებარე თამბაქოს კიოსკებში ანაღდებდა, სადაც ლატარეის ბილეთები ასევე იყიდებოდა. სწორედ ამ კიოსკის ერთ-ერთმა გამყიდველმა შეამჩნია თაღლითობა, რადგან შენიშნა, რომ ქალი საეჭვოდ ხშირად იგებდა. მან ამის შესახებ ლატარეის ხელმძღვანელობას აცნობა და დაიწყო გამოძიება.

თაღლითობის ფაქტი ვიდეოკამერებმა დაადასტურა. ქალმა ყველაფერი აღიარა. მის ბინაში ჩხრეკისას კიდევ 39 მომგებიანი ბილეთი აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system