თავში

ავსტრიაში მკაცრი კარანტინი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ავსტრიაში მკაცრი კარანტინი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა
ავსტრიაში მკაცრი კარანტინი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 7 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ რესპუბლიკის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

მკაცრი "ლოქდაუნი" ავსტრიაში მესამედ, 26 დეკემბერს გამოცხადდა და იგი 24 იანვარს უნდა დასრულებულიყო. შეზღუდვები დაწესებულია თითქმის ყველა ინსტიტუტის მუშაობაზე. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, სუპერმარკეტები და ბანკები.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსით 393 778 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 7 082-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system