თავში

ავსტრიაში "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდა

​ავსტრიაში "ომიკრონი" დომინანტური შტამი გახდა
ავსტრიაში ომიკრონი დომინანტური შტამი გახდა

2022 წლის დასაწყისში კორონავირუსის ახალმა შტამმა, "ომიკრონმა", გავრცელებით "დელტას" გაუსწრო და დომინანტური შტამი გახდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას APA ავრცელებს.

ავსტრიის ჯანდაცვის სააგენტო AGES იტყობინება, რომ 52 კალენდარული კვირის განმავლობაში (2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 2 იანვრამდე) "დელტას" 2915 შემთხვევა დაფიქსირდა, "ომიკრონის" კი - 4360 შემთხვევა.

ჯამში ქვეყანაში "ომიკრონის" 6768 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. პირველად, კორონავირუსის ეს ახალი შტამი ავსტრიაში 47-ე კალენდარულ კვირას დაფიქსირდა. "ომიკრონის" შემთხვევების უმეტესობა დედაქალაქ ვენაში დაფიქსირდა - 3766.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ავსტრიაში კორონავირუსით ინფიცირების 3300-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system