თავში

ავსტრიაში სამედიცინო სუიციდის აკრძალვა გააუქმეს

ავსტრიაში სამედიცინო სუიციდის აკრძალვა გააუქმეს
ავსტრიაში სამედიცინო სუიციდის აკრძალვა გააუქმეს

ავსტრიის პარლამენტმა სამედიცინო სუიციდის შესახებ კანონი დაამტკიცა. ნორმატიულ აქტში მოცემულია ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება სუიციდის შესახებ. იგივე კანონი ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და აღსრულების გარემოებებს მკაცრად გაწერს. 

ავსტრიის იუსტიციის მინისტრის, ალმა ზადიჩის განცხადებით, ყველას აქვს უფლება იყოს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან სიცოცხლის ბოლო წლებში, თუ წუთებში, თავს კარგად გრძნობდნენ. ამასთანავე, არავინ არის ვალდებული აირჩიოს გარდაცვალების ფორმა, თუმცა იარსებებს ამის შესაძლებლობაც. 

კანონი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ევთანაზიის მსურველებს, შეეძლებათ განაცხადი ნოტარიუსთან შეავსონ, თუმცა მანამდე, ორ ექიმთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system