თავში

ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქი სრულად ჩაიკეტა

ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქი სრულად ჩაიკეტა
ავსტრიის ერთ-ერთი ქალაქი სრულად ჩაიკეტა

ავსტრიის პოლიციამ ქალაქი ვიენერ ნოიშტადტი, სადაც 45 000 ადამიანი ცხოვრობს, სრულად ჩაკეტა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის დატოვება ეკრძალება ყველა პირს, რომელიც კორონავირუსის უარყოფით ტესტს არ წარადგენს.

სამართალდამცავები ქალაქის შესასვლელს აკონტროლებენ. რეგულაციის დარღვევისათვის ჯარიმა 1 450 ევროს შეადგენს.

აღნიშნული რეგულაცია ხელისუფლებამ მას შემდეგ შემოიღო, რაც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქალაქში ინფიცირების მაჩვენებელმა 500-ს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system