თავში

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი გადაღლილობისგან გადადგა

​ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი გადაღლილობისგან გადადგა
ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრი გადაღლილობისგან გადადგა
© REUTERS/Leonhard Foeger

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანშობერმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ბოლო 15 თვე მისთვის 15 წლის ტოლფასი იყო. ჯანდაცვის სფეროში ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე უარესმა კრიზისმა მისი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა და სამინისტრო პანდემიის კონტროლის ცენტრად აქცია. ანშობერმა განაცხადა, რომ ის "გადაიწვა".

ამასთან, მინისტრს ხშირად აკრიტიკებდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც, რის გამოც მას პოლიცია იცავდა.

"ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა და უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე. რამდენიმე კვირაა, რაც ფორმაში აღარ ვარ. შაქარმა და არტერიულმა წნევამ ამიწია", - განაცხადა ანშობერმა.

მისი თქმით, ექიმები მას პაუზის აღებას ურჩევდნენ, ეს კი პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო.

"რესპუბლიკას ჯანმრთელი ჯანდაცვის მინისტრი სჭირდება, რომელიც ამ კრიზისის დროს 100%-ით დაიხარჯება, ამიტომ მე გადავდგები", - განაცხადა ანშობერმა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის რუდოლფ ანშობერს ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system