თავში

ავსტრიის კანცლერი ბაიდენსა და პუტინს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს

ავსტრიის კანცლერი ბაიდენსა და პუტინს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავა
ავსტრიის კანცლერი ბაიდენსა და  პუტინს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისათვის ვენაში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა წერს.

”რუსულ და ამერიკულ მხარეებთან კონტაქტს უკვე ვაწარმოებთ”, - აღნიშნა სებასტიან კურცმა.

მისივე თქმით, ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ქალაქია, სადაც, შესაძლოა, რომ შეხვედრა გაიმართოს და მათ შორის არის ვენაც.

კურცმა ასევე აღნიშნა, რომ ავსტრია "რაიმე შუამავალ როლს" არ თამაშობს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა ვენაში გაიმართება ეს მისთვის  უდიდესი პატივი იქნება. 

13 აპრილს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას  პუტინს შეხვედრა ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში შესთავაზა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system