თავში

ავსტრიის ხელისუფლება აუცრელ მოქალაქეებს შეზღუდვებს დაუწესებს

ავსტრიის ხელისუფლება აუცრელ მოქალაქეებს შეზღუდვებს დაუწესებს
ავსტრიის ხელისუფლება აუცრელ მოქალაქეებს შეზღუდვებს დაუწესებს

Reuters-ისცნობით, ავსტრიის ხელისუფლება აუცრელ მოქალაქეებს 8 ნოემბრიდან შეზღუდვებს დაუწესებს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა. 

ამ დრომდე მოქალაქეებს ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში საზოგადოებრივ, ან გასართობ ადგილებში შესვლის უფლებას აძლევდნენ, ახლა კი მხოლოდ ვაქცინირებული პირები, ან ინფექციამოხდილი ადამიანები დაიშვებიან. დაწესებულებებს შორის არის კაფეები, რესტორნები და სილამაზის სალონები.

საგულისხმოა, რომ ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64% სრულად ვაქცინირებულია, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია დასავლეთ ევროპაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system