თავში

ავსტრიის ორი ქალაქის ისტორიული ცენტრები დაიტბორა

​ავსტრიის ორი ქალაქის ისტორიული ცენტრები დაიტბორა
ავსტრიის ორი ქალაქის ისტორიული ცენტრები დაიტბორა

ავსტრიის უმეტეს ნაწილში დიდმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია. უამინდობის შედეგად განსაკუთრებით ტიროლისა და ზალცბურგის მიწები დაზარალდა. ინფორმაციას ORF ავრცელებს.

განსაკუთრებით დაზარალდა კუფშტაინის ე.წ. "შიდა ქალაქი" - ამ რაიონში ქუჩები მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, არ თავიანთი სახლები დატოვოს.

დატბორილია ისტორიული ცენტრი ზალცბურგის ქალაქ ჰალაინშიც. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო შენობები, ასევე კერძო მანქანები. ზალცბურგის ხელისუფლებამ მოუწოდა ხალხს, საკუთარ სახლებში დარჩეს და სარდაფებსა და მიწისქვეშა ავტოფარეხებს ერიდოს.

ცნობისთვის, რომ ბოლო დღეებში ევროპის არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით გერმანიასა და ბელგიაში, ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობაა. სტიქიას უკვე 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system