თავში

აზერბაიჯანი რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს - ილჰამ ალიევი

​აზერბაიჯანი რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების
აზერბაიჯანი რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს - ილჰამ ალიევი

”ცოტა ხნის წინ, მე დავადგინე მომავალი 10 წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული პრიორიტეტები, რაც ასევე მოიცავს დებულებებს კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალისა და თანამედროვე ინოვაციური სივრცის, გათავისუფლებული ტერიტორიების დიდი დაბრუნების, სუფთა გარემოს და მწვანე ზრდის ქვეყნის შესახებ", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური კომისიის 77-ე სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ცდილობს.

"აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი რეგიონული საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა აღმოსავლეთი-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის, ჩრდილო-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნები. ამჟამად ვმუშაობთ "ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანზე", რომელიც გახდება აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელიც აზიას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აკავშირებს ევროპასთან. ეს დერეფანი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს გააძლიეროს პოზიცია ევრაზიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის კუთხით. მე აზიისა და წყნარი ოკეანის აუზიდან პარტნიორ ქვეყნებს მოვუწოდებ, ამ რეგიონული პროექტის პოტენციალი განიხილონ", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system