თავში

აზერბაიჯანის არმია წვრთნებს ჩაატარებს

​აზერბაიჯანის არმია წვრთნებს ჩაატარებს
აზერბაიჯანის არმია წვრთნებს ჩაატარებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, აზერბაიჯანის არმიის ჯარები 16 მაისიდან წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ: 15000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 300-მდე ერთეული ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 400-მდე სხვადასხვა კალიბრის სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, რეაქტიული სისტემები, ნაღმმტყორცნებს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, 50 ერთეულამდე სამხედრო ავიაცია და სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატი.

წვრთნების დროს, რომელიც 20 მაისამდე გაგრძელდება, ჯარები ასევე შეასრულებენ დავალებებს, რომლები უკანონო შეიარაღებული ჯგუფების პროვოკაციების აღკვეთას და ტერორისტების გასანეიტრალებლად კონტროპერაციების ჩატარებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system