თავში

აზერბაიჯანის დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ მიმართავენ

​აზერბაიჯანის დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ მიმა
აზერბაიჯანის დეპუტატები პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ მიმართავენ

პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი"(Yeni Azərbaycan Partiyası) მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმების მიღმა არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა ალი ახმედოვმა განაცხადა.

"პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა აღნიშნულ საკითხში ერთსულოვნება გამოხატა. ჩვენ დეპუტატებს რეკომენდაცია მივეცით, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესახებ მიმართონ", - განაცხადა ალი ახმედოვმა. 

აზერბაიჯანის პარლამენტი, მილი მეჯლისი 125 დეპუტატისგან შედგება. მორიგი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system