აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად 91 ადამიანი დაიღუპა, 404 დაიჭრა.
მნიშვნელოვნად დაზიანდა 455 სამოქალაქო ობიექტი, 97 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი და 2 465 კერძო სახლი.