თავში

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: სომხეთის მხრიდან მძიმე საარტილერიო სროლისას 16 ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: ​სომხეთის მხრიდან მძიმე
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა: სომხეთის მხრიდან მძიმე საარტილერიო სროლისას 16 ადამიანი დაიღუპა

"აგრესორი სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს აგრძელებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს არღვევს", - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის მჭიდროდ დასახლებული რაიონების მისამართით მძიმე საარტილერიო სროლის შედეგად 55 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 ადამიანი დაიღუპა.

"სომხეთის შეიარაღებული ძალები მძიმე დარტყმების განხორციელებას აგრძელებენ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე - რაიონულ და სოფლის ცენტრებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, საავადმყოფოებზე, სამედიცინო ცენტრებზე, სკოლის შენობებზე, საბავშვო ბაღებზე, ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვა სამეურნეო დანიშნულების პუნქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სერიოზულად დაზიანდა 163 საცხოვრებელი სახლი, 36 სამოქალაქო ობიექტი და ასევე სამოქალაქო პირების სატრანსპორტო საშუალებები. განადგურებულია საქონელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system