თავში

აზერბაიჯანის გენპროკურატურა: ბაქო-თბილისი- ჯეიჰანზე იერიშის მცდელობა იყო

აზერბაიჯანის გენპროკურატურა: ბაქო-თბილისი- ჯეიჰანზე იერიშის მცდელობა იყო
აზერბაიჯანის გენპროკურატურა: ბაქო-თბილისი- ჯეიჰანზე იერიშის მცდელობა იყო

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმა სცადეს. განცხადებას ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, 6 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00-ზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტები დაუშინეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რაიონში გადის.

"უმსხვილეს სტრატეგიულ ობიექტზე რეგიონში და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმნიშვნელოვან შემადგენელზე. ჩვენი ჯარის მტკიცე ზომების შედეგად ტერორის ეს მცდელობა აღკვეთილ იქნა", - აღნიშნულია აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ტერტერის რაიონის დაბომბვის შესახებ იუწყება.

"გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების დაცვის ქვეშ მყოფი ტერიტორიებზე, დასახლებულ პუნქტებზე, აშკარად თვალსაჩინო და გამორჩეული ობიექტებზე დამიზნებით, 6 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ოკუპანტი მხარის შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე დაბომბვა მოახდინეს ტერტერის რაიონზე, რის შედეგადაც გარდაიცვალა სოფელ გაინაგის მკიდრი, 1981 წელს დაბადებული ჰასან ასიფ ოღლუ მამედოვი, სოფელ ალიევის მკვიდრი, 1989 წელს დაბადებული დაიანათ ჰანიმათ ოღლი, სოფელ კოჩარლის მკვიდრი, 1968 წელს დაბადებული სეიფულა იაღუბ ოღლი ჰასანოვი კი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს.

პროკურატურის თანამშრომლები ახორციელებენ ყველა შესაძლო ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებას საბრძოლო პირობებში", - აღნიშნულია უწყების განცხდებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system