თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ფიზულიში ჩავიდნენ

​აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ფიზულიში ჩავიდნენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ფიზულიში ჩავიდნენ

17 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა ფიზულის რაიონში ჩავიდნენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედი ავრცელებს.

ისინი ფიზული-აღდამის გზის მშენებლობას გაეცნენ. ილჰამ ალიევმა ამ საავტომობილო გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ამ გზის მშენებლობა, რომელიც ბარდა-აღდამის საავტომობილო გზის გაგრძელებაა, ბარდიდან ფიზულიმდე კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ფიზულის ცენტრალური პარკი მოინახულეს, სადაც ხეები დარგეს.

გარდა ამისა, ილჰამ ალიევმა ფიზულის მემორიალური კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

მისი თქმით, მალე ფიზულიში საავადმყოფოს და ოლიმპიური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system