თავში

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღდამის მეჩეთს მექიდან ჩამოტანილი წმინდა ყურანი უსახსოვრა

​აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღდამის მეჩეთს მექიდან ჩამოტანილი წმინდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღდამის მეჩეთს მექიდან ჩამოტანილი წმინდა ყურანი უსახსოვრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად ოკუპაციისგან გათავისუფლებულ აღდამს ეწვია, ადგილობრივ მეჩეთს მექიდან ჩამოტანილი წმინდა ყურანი უსახსოვრა.

მისი თქმით, ძნელი სანახავია, რომ დღეს ქალაქი აღდამი დანგრეულია.

”დღეს მე აღდამის მეჩეთს მექიდან ჩამოტანილი წმინდა ყურანი გადავეცი საჩუქრად. ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან მექაში ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ ჩემს გარდაცვლილ მამასთან ერთად და სამჯერ პრეზიდენტის რანგში. ბედნიერი ვარ, რომ წმინდა ქაბაში ჩემს ოჯახთან ერთად ვილოცე", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მისი პირველი ლოცვა ტერიტორიების გათავისუფლებას ეხებოდა.

"დღეს აქ, ვანდალების მიერ დანგრეული მეჩეთის წინ, ვამბობ, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ალაჰს, რომ ჩემი ლოცვები ისმინა, მან ძალა მიბოძა. ეს ნამდვილად ისტორიული დღეებია“, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system