თავში

აზერბაიჯანის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აზერბაიჯანის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა
აზერბაიჯანის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

აზერბაიჯანის რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ყარაბაღში დანგრეულ და დაზიანებულ რელიგიურ ძეგლებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

”ჩვენ, აზერბაიჯანში მუსულმანური, მართლმადიდებლური, ალბანელ-უდიური და იუდეური კონფესიების ხელმძღვანელები, მორწმუნეთა სურვილს და ნებას გამოვხატავთ, მივმართავთ უცხოეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რელიგიურ ლიდერებსა და მსოფლიო საზოგადოებას.

ამ დღეებში, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად 30-წლიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანის სამფეროვანი სახელმწიფო დროშა კვლავ ფრიალებს ყარაბაღის მიწაზე, რაც განასახიერებს ისტორიულ სამართლიანობასა და სტაბილურობას ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიან ქვეყანაში. აზერბაიჯანის სახელმწიფო და მისი პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ბატონი ილჰამ ალიევი, მშვიდობიანი პოლიტიკის გატარებით   თანმიმდევრულად აჩვენებდნენ თავიანთ ერთგულებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი,  საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების საფუძველზე. ამასთან, წლების განმავლობაში პოლიტიკურმა მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო; გაეროს რეზოლუციები, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხური ჯარის უპირობო გაყვანას ითხოვდნენ, არ შესრულებულა. აზერბაიჯანელი ერი, რომელიც სომხური მხარის შემდგომი სამხედრო პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამამულო ომში ჩაბმულიყო, და ეს ომი საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის ტრიუმფით დასრულდა. იმ გმირებს შორის, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის გაიღეს, მუსლიმებთან ერთად, ასევე ქრისტიანები და ებრაელებიც არიან.

ამასთან, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სომხეთმა არა მხოლოდ განახორციელა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა, გენოციდი და ოკუპაცია - მრავალი წლის განმავლობაში, ის ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას ატარებდა. მონოეთნიკური იდეაზე დაფუძნებული, სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხური კვალის შექმნას ემსახურებოდა. სომხეთი, სადაც ჩამოყალიბდა საზოგადოება, რომელიც ხასიათდება სხვა ხალხებისა და რელიგიების მიმართ შეუწყნარებლობით, ცდილობდა, მთლიანად წაეშალა ძველი ალბანური, მართლმადიდებლური, მუსულმანური რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მრავალეროვანი და მრავალკონფესიური აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისტორიულად არსებობდა. მან ან მთლიანად გაანადგურა ჩვენი კულტურულ-სულიერი მემკვიდრეობის ნიმუშები, ან ეს ნიმუშები მიითვისა, გააყალბა მათი ისტორია და წარმოშობა, მათი სომხეთიზაცია და გრიგორიანიზაცია მოახდინა.

სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანში, მის დედაქალაქ ბაქოში და სხვადასხვა რეგიონში, სომხური წარმოშობის ათასობით მოქალაქე მშვიდობიანად და მშვიდობიან ატმოსფეროში ცხოვრობს, ხოლო სომხური ეკლესია და მისი ბიბლიოთეკა ბაქოს ცენტრში კარგად არის მოწყობილი და დაცული სახელმწიფოს მიერ. ამავდროულად, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განადგურდა და გაიძარცვა მეჩეთები, ტაძრები, სასაფლაოები, ისტორიული ძეგლები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები. გრიგორიანიზაცია განიცადეს კავკასიის, ალბანეთისა და რუსეთის მართლმადიდებლურმა  ეკლესიებმა, მეჩეთები ბეღელებად გადააკეთეს და ისეთი წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორიცაა მათში ცხოველების შეყრა, რაც ისლამურ რელიგიაში ჰარამად ითვლება. ყარაბაღის ტერიტორიაზე არსებული 67 მეჩეთიდან 63 მთლიანად განადგურებულია, სამს სერიოზული ზიანი მიადგა. სომხეთმა მთლიანად გაანადგურა ისტორიული აზერბაიჯანული რელიგიური ძეგლები თავის ტერიტორიაზე - ირევანის მეჩეთები "შაჰ აბასი", "სარდარი", "ჰაჯი ნოვრუზ ალი" და სხვები, შეცვალა ცისფერი მეჩეთის არქიტექტურული ნიშნები და იდენტურობა. სომხეთმა არ იკმარა მუსულმანური მეჩეთების განადგურება, უზურპაცია და გრიგორიანიზაცია მოახდინა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის შუშაში, ალბანურ-უდიური ეკლესიებისა სხვა რეგიონებში და მთლიანად გაანადგურა ხოჯავენდის მართლმადიდებლური ეკლესია. ამგვარი ვანდალიზმის აქტების მთავარი მიზანი, რომელსაც აგრესორმა სახელმწიფომ მიმართა, იყო ”დიდი სომხეთის” ქიმერის დაცვა, რათა განადგურებულიყო ჩვენი ისტორიული წარსული და სულიერი მეხსიერება იმ ქვეყნებში, სადაც ათასწლეულების განმავლობაში ვცხოვრობდით.

სომხურმა რეჟიმმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში, თავის აგრესიულ პოლიტიკას მისდევდა, საერთოდ უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხანძრების პროვოცირება მოახდინა, ეკოლოგიური დანაშაულები ჩაიდინა, გამოიყენა ფოსფორის ბომბები, შხამიანი ნივთიერებები და ნაღმები. დღეს მსოფლიო მედია ფართოდ აშუქებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ისინი აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვების დროს სჩადიან, მაგალითად ისეთ რეალურ ფაქტებს, როგორიცაა მატერიალური და სულიერი ფასეულობების მიმართ მაროდიორობა, ხელოვნების ნიმუშების ქურდობა, ტყეებში სამოქალაქო ობიექტებზე ხანძრის გაჩენა.

სომხეთის ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს მრავალეროვნული და მრავალკონფესიური აზერბაიჯანის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას და გაყალბებას, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის, მათ შორის ჟენევის კონვენციების ღია დარღვევით, ერთდროულად წარმოადგენს აგრესიას ადამიანის საერთო კულტურისა და მსოფლიო მემკვიდრეობის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის მთავრობა, რომელიც მულტიკულტურული ტრადიციების ერთგულია, ატარებს კულტურული და სულიერი ღირებულებების დაცვის პოლიტიკას, როგორც მისი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ისტორიული ძეგლების, მეჩეთებისა და ეკლესიების აღდგენაში არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში - მათ შორის ვატიკანიში, საფრანგეთში, ბულგარეთში, სერბეთში. აზერბაიჯანი, რომელიც მულტიკულტურალიზმის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად არის აღიარებული, მასპინძლობდა არაერთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ცივილიზაციათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის პროპაგანდას ეწეოდა, მათ შორის მსოფლიო რელიგიური ლიდერების ბაქოს II სამიტს 2019 წლის ნოემბერში. რომის პაპმა ფრანცისკემ, რომელიც აზერბაიჯანს 2016 წლის ოქტომბერში ეწვია, მაღალი შეფასება მისცა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა კულტურასა და რელიგიურ კონფესიებს შორის თანამშრომლობას და დიალოგს.

ამჟამად, სომხეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ რელიგიურ პროპაგანდას აწარმოებს, ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანი თითქოს დგამს ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რელიგიური და კულტურული ძეგლების განადგურებისკენაა მიმართული და ამით ცდილობს დაადანაშაულოს ჩვენი ქვეყანა თავისივე პროვოკაციულ ქმედებებში. რეალური ფაქტების ასეთი დიდი რაოდენობის ფონზე, სომხეთის მუდმივი ფარისევლური გამოსვლები, მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბები, ყალბი ინფორმაცია, რომლითაც ისინი ცდილობენ, თავიანთი თავი უბედურად და დაუცველად წარმოაჩინონ, აზერბაიჯანის მოქალაქეებში, ტოლერანტულ, მულტიკულტურულ ქვეყანაში მცხოვრები ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელში, სამართლიან გაოცებას იწვევს.

აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურმა თავის მიმართვებსა და გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორს აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებზე აღდგენა ყველა რელიგიური და კულტურული ძეგლი, ღვთისმსახურების ადგილი, ყველა ადამიანის რელიგიური რწმენის პატივისცემა და მშვიდობის პირობებში თანაცხოვრება უზრუნველყოფილი იქნება. როგორც მუსულმანური, მართლმადიდებლური, კათოლიკური, ებრაული, ალბანელ-უდინური თემების ლიდერები, ევროპელი აშკენაზი ებრაელების თემები და სხვა რელიგიური თემები, რომლებიც ისტორიულად აზერბაიჯანში კეთილდღეობაში ცხოვრობენ და თავისუფლად ასრულებენ თავიანთ რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ამ მშვიდობიან პოლიტიკას და ვაკურთხებთ იმ მთელს გრანდიოზული შემოქმედებით სამუშაოს, რომელიც ჩვენი ისტორიისა და კულტურის აღსადგენად შესრულდება.

ჩვენ, აზერბაიჯანში რელიგიური კონფესიების ლიდერები, მივმართავთ უცხო ქვეყნების და მთავრობების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რელიგიურ ლიდერებსა და მსოფლიო საზოგადოებას, მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის, სიმშვიდისა და თანაცხოვრების დამყარებას!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

შეიხი ულ-ისლამი ალაჰშუქური ფაშაზადე

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე;

ალექსანდრე

ბაქოსა და აზერბაიჯანის მთავარეპისკოპოსი;

მილიხ ევდაევი

აზერბაიჯანის მთის ებრაელთა თემის ხელმძღვანელი;

ალექსანდრე შაროვსკი

ევროპელ ებრაელთა საზოგადოების ხელმძღვანელი ბაქოში;

შნეორ სეგალი

აზერბაიჯანის აშკენაზი ებრაელთა მთავარი რაბინი;

რობერტ მობილი

ალბანო-უდინური თემის ხელმძღვანელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system