თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი " 3+3-ს" ეხმაურება

​აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი " 3+3-ს" ეხმაურება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი  3+3-ს ეხმაურება

პლატფორმის გახსნა "3+3" ფორმატში რეგიონულ დონეზე ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ხანგრძლივი დისკუსიისა, "3+3" პლატფორმის პირველი შეხვედრა დეკემბერში გაიმართა, თუმცა ის "3+2" ფორმატში გაიმართა, ვინაიდან მასში საქართველო არ მონაწილეობდა.

ბაირამოვის თქმით, ასეთი ფორმატის შექმნის მიზანი, რეგიონში ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სექტორის განვითარებაზე პოზიტიური ზემოქმედებაა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მონაწილეობდა, გადაწყდა, რომ ამ დისკუსიების შედეგები მას გადაეცეს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system