თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი რეალობები გაჩნდა და ეს რეალობები ყველამ უნდა მიიღოს. სომხეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი რეგიონულ თანამშრომლობასა და მეზობლების მიმართ უკანონო, უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს შორის, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებით გაავრცელა.

„8 ნოემბერი - გამარჯვების დღე არის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის დღესასწაული, რომელიც ქმნის დიდებულ ფურცელს აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში. ამ მნიშვნელოვან დღეს ღრმა პატივისცემით ვიხსენებთ ყველა ჩვენი მოწამის ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოუწოდოს სომხეთს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ მხრივ დადებითი როლი უნდა ითამაშოს და მოუწოდოს სომხეთს გააცნობიეროს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. უნდა შეწყდეს სომხეთში რევანშიზმისა და მისი შეიარაღების პირდაპირი თუ არაპირდაპირი მხარდაჭერის მცდელობები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყარაბაღში კონფლიქტი 2020 წლის 27 სექტემბერს ომში გადაიზარდა. 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი სომხების მიერ ოკუპირებულ ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კონფლიქტს როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან ათასობით ადამიანი ემსხვერპლა. 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system