თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელების ვიზიტებზე კომენტარი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსმა ლეილა აბდულაიევამ განაცხადა.

ლეილა აბდულაიევამ უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტი შუშაში მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა.

"სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვურჩევ, გაეცნოს სამი ქვეყნის ლიდერების, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ხელმოწერილ ერთობლივ შეთანხმებას და აღნიშნულის შესასრულებლად შესაბამისი ზომები მიიღოს. სომხეთმა რეალური ვითარების გააზრების საფუძველზე და არა ილუზიებზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოს. აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების მიერ შუშაში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს“, – განაცხადა აბდულაევამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system