თავში

აზერბაიჯანის საგარეო საქნეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის საგარეო საქნეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის საგარეო საქნეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზრბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ გარკვეულ უცხოურ მედიაში მოარული ხმებთან დაკავშირებით, რომ თითქოს აზერბაიჯანმა, საკუთარ მხარეს საბრძოლველად სირიელი მებრძოლები მიიმხრო, კომენტარი გააკეთა.

ლეილა აბდულაევამ განაცხადა:

”ბოლო დღეებში ზოგიერთ უცხოურ მედიაში ჩვენ დავინახეთ გამოგონილი ტყუილებით სავსე ცილისმწამებლური კამპანია, სირიიდან აზერბაიჯანში თითქოს სირიელი მებრძოლების ჩამოსვლის შესახებ. ეჭვგარეშეა, რომ ამ გამოგონილი ამბების უკან, რომელიც ფიქტიურ პირებთან ინტერვიუების სახით არის წარმოდგენილი, სომხეთი დგას.

მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის მიმდებარედ აზერბაიჯანის რაიონების ოკუპაციის მიზნით სამხედრო ოპერაციებში სომხეთის მიერ ტერორისტული ჯგუფებისა და დაქირავებული პირების გამოყენების შესახებ უამრავი ფაქტი არსებობს. "ამჟამად, აგრესიის ახალი აქტის ფარგლებში, სომხეთის ხელისუფლება აგრძელებს რა ამ პოლიტიკას, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ექსტრემისტულ ელემენტებს ფართოდ იყენებს.

სომხეთისგან განსხვავებით, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის, რის შედეგადაც ვერ ახერხებს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებას, აზერბაიჯანის არმია სრულად დაკომპლექტებულია და იმდენად მაღალპროფესიული და ძლიერია, რომ მიზნების მისაღწევად არანაირ გარე ძალებს არ საჭიროებს". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system