თავში

აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო სომხეთის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო სომხეთის მინისტრის განცხადებას
აზერბაიჯანის საგარეო სამინისტრო სომხეთის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ მოსკოვში ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

”სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის მიერ, რუსეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაკეთებული განცხადება, შეიცავს ტრადიციულად მიკერძოებულ და რეალობასთან შეუთავსებელ ფორმულირებებს. ასეთი ფორმულირებები, სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთის ამჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში კონფლიქტს მიზანმიმართულად ამძაფრებდა. ღია და პროვოკაციული განცხადებები კი სერიოზულად აზიანებს და აფერხებს მოლაპარაკებების პროცესს. 

"ამის საუკეთესო მაგალითებია განცხადება ”ყარაბაღი - სომხეთია, წერტილი”, პროვოკაციები თოვუზის მიმართულებით 2020 წლის ივლისში, ასევე ლიბანელი სომხების განსახლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ოფიციალურმა ბაქომ, სამშვიდობო მიზნებიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ სამმხრივ შეხვედრაში, სადაც კონსტრუქციული დიალოგი გამართა, თუმცა სომხურმა მხარემ სხვა გზა აირჩია. 

"მათ  ტერტერის რაიონში იერიში მიიტანეს აზერბაიჯანელ ექიმებზე, რომლებიც დაღუპული სომეხი სამხედროების ცხედრებს აგროვებდნენ. ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა. 11 ოქტომბრის ღამის 2 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბალისტიკური რაკეტა დაუშინეს სიდიდით მეორე აზერბაიჯანულ ქალაქ განჯას, რის შედეგადაც 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა, არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system