თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალები უხეშად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და აგდამის რაიონის ტერიტორიებს ბომბავენ.

"სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, კონცენტრირებული ძალებით და საშუალებებით, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

დღისით მათ სოფელ ტუგის მხრიდან გადრუთის მიმართულებით,  ხოლო არაგულისა და ბანაზურის მხრიდან ჯებრაილის მიმართულებით შეტევა განახორციელეს.

ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, სომხეთი, რომელმაც, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე  სამხედრო ტექნიკის მხრივ დიდი ზარალი განიცადა, იძულებული გახდა უკან დაეხია. ჩვენმა ქვედანაყოფებმა, რომლებმაც თავდაცვის კომპეტენტური ორგანიზება მოახდინეს, შეაჩერეს მტრის წინსვლა და დაამარცხეს იგი. შეჯახების შედეგად განადგურდა სომხეთის 38 სამხედრო მოსამსახურე, 2 - MLRS BM-21 "გრადი", 7 - არტილერია და 2 - სატვირთო საბრძოლო მასალა.

ამჟამად ფრონტის მთელ სიგრძეზე უპირატესობას აზერბაიჯანის არმია ფლობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system