თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების პროვოკაციის აღკვეთის შესახებ აცხადებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტი სახელმწიფო საზღვარზე მოხდა.

ცეცხლის გახსნას ქალბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანული არმიის პოზიციების მიმართულებით ცდილობდნენ.

"აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ უმოკლეს დროში გატარებული საპასუხო ღონისძიებების შედეგად მოწინააღმდეგის ჩახშობა და პროვოკაციული მოქმედებების აღკვეთა მოხდა. ოპერატიულ სიტუაციას ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ“, - განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system