თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - განახლებულია

22 ოქტომბერს, დილის საათებში, აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც ცდილობდა, ფრენა განეხორციელებინა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკისა და შარურის რაიონების მიმართულებით, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომლებსაც ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით დიდი დარტყმა მიაყენეს, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ახადებენ.

"აღმოჩნდა, რომ სოფლის მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა იმ ფაქტის გამო, რომ 543-ე პოლკის სარეზერვო ნაწილების ჯარისკაცებმა მთიანი ყარაბაღში წასვლაზე უარი განაცხადეს. ამავე დროს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაკეტეს რამდენიმე გზა, რითიც საბრძოლო მოქმედებებში შვილების მონაწილეობა გააპროტესტეს.

ჰადრუთის ჩრდილოეთით მდებარე თავდაცვის ზონაში და აღდერეში მე-5 სამთომსროლლი პოლკის თავდაცვით ნაწილში მყოფ ჯარისკაცებს ნათესავები და ნაცნობები ურეკავდნენ და იარაღის დაყრისა და უკან დახევისკენ მოუწოდებენ.

ვრცელდება ინფორმაცია ქვედანაყოფებში საკვების, საწვავისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

-10:47-

22 ოქტომბრის დილით სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის ტერიტორიას ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის ბალისტიკური რაკეტები ესროლეს, - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაახლოებით 07.00-ზე მოწინააღმდეგემ 3 რაკეტა გაისროლა სიაზანის რეგიონის მიმართულებით, 09:00-ზე - 2 რაკეტა გაბალას მიმართულებით და 1 რაკეტა ქურდამირის რეგიონების მიმართულებით.

სომხეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

რაკეტის სროლის შედეგად მსხვერპლი არ არის.

-10:09-

22 ოქტომბერს, 09.15 საათიდან, სომხეთის შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან ფიზულის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციებს ესვრის, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, 22 ოქტომბრის დილას, დაახლოებით 09:00-ზე, სომხეთის ტერიტორიიდან ოპერატიული-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებიდან ბალისტიკური რაკეტები აზერბაიჯანის ქალაქ გაბალასა და ქურდამირის მიმართულებით გაისროლეს.

-09:39-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 ოქტომბრის დღისით და 22 ოქტომბრის ღამით, ფრონტის აღდერე-აღდამის, ფიზული-ჯებრაილისა და ზანგილან-გუბადლის მიმარტულებით საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე იარაღიდან, ნაღმტყორცნებიდან და ქვემეხიდან აზერბაიჯანის არმიის თავდაცვით პოზიციებს ესროდა.

"აზერბაიჯანის არმიის მიერ ფრონტის გუბადლის მიმართულებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იძულებული გახდნენ, მნიშვნელოვანი სიმააღლეებიდან და რიგი პოზიციებიდან უკან დაეხიათ, რადგან პირად შემადგელობასა და სამხედრო ტექნიკაში დანაკარგები განიცადეს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების 155-ე საარტილერიო პოლკის D-20 ბატარეის პირად შემადგენლობას შორის ბევრი დაჭრილია, რომლებიც ფრონტის ხოჯავენდის მიმართულებით იკავებენ პოზიციებს. ცნობილი გახდა დაჭრილების ევაკუაციისთვის მანქანების ნაკლებობისა და გზების დაკეტვის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, პოზიციები დატოვეს მოხალისეებმა, რომლებიც ჰადრუთის ჩრდილოეთით, სომხეთის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ნაწილებში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

"აღდერეს მიმართულებით მე-5 სამთომსროლელი პოლკის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, მტერს უამრავი მსხვერპლი ჰყავს მოკლულთა და დაჭრილთა სახით. 

პოლკის მე -3 ბატალიონის მეთაური რობერტ ჰამბარცუმიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ბატალიონის შტაბის უფროსი განადგურდა. მიწისქვეშა თავშესაფრის მწყობრიდან გამოყვანის შედეგად, მტრის პირადი შემადგენლობაში მნიშვნელოვანი დანაკარგია.5

43-ე პოლკის თავდაცვითი სექტორის დაბომბვის შედეგად, პირად შემადგენლობას შორის მნიშვნელოვანი დანაკარგია. პოლკის მეთაური დაიჭრა, განადგურდა მისი მოადგილე, ბატალიონის მეთაური არაიკ ჰოვაკიმიანი და მისი მოადგილეები, ნაღმტყორცნის ბატარეისა და ასეულის მეთაურები. I ბატალიონის ერთ-ერთი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ბრძოლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ამჟამად საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამჟამად, აზერბაიჯანის არმიის ჯარები აკონტროლებენ ოპერაციულ ვითარებას ფრონტის მთელ სიგრძეზე", - აღნიშნული განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system