თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს

​აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს

სომხეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვიზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხეთის მხრიდან სეპარატიზმისა და ტერორისტული პროვოკაციების მხარდაჭერას მოწმობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხური შეიარაღებული ძალების ნარჩენები კვლავ რჩება.

"სომხეთის თავდაცვის მინისტრის უკანონო ვიზიტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი აგრძელებს სომხური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, აგრესიული სეპარატიზმისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტერორისტული პროვოკაციების პირდაპირ მხარდაჭერას. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, სომხური შეიარაღებული ძალების ნარჩენები კვლავ რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მსგავსი უკანონო ვიზიტების განმეორების შემთხვევაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრესიული სეპარატიზმისა და ტერორისტული პროვოკაციების აღსაკვეთად, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system