თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხური მხარის დანაკარგს შორის არიან დაქირავებული მებრძოლები სირიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხური მხარის დანაკარგს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხური მხარის დანაკარგს შორის არიან დაქირავებული მებრძოლები სირიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან

მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, სომხური მხარის დანაკარგს შორის არიან წარმოშობით სომეხი დაქირავებული მებრძოლები სირიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, თუმცა ისინი სომხეთში ოფიციალურად რეგისტრირებულები არ არიან, ამიტომ სომხური მხარე ამ დანაკარგს ადვილად მალავს. ამის შესახებ, ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ვაგიფ დარგიაჰლიმ განაცხადა.

"როგორც წინა შეტაკებების დროს, ახლაც სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობს რა სამხედრო ინფორმაციის გავრცელებაზე აკრძალვით, საზოგადოებისგან საბრძოლო დანაკარგს მალავს.

აღსანიშნავია, რომ დანაკარგის დიდი რაოდეობის გამო, გარკვეული დროის შემდეგ მტერი იძულებული იქნება, დანაკარგი აღიაროს და ის სხვადასხვა ინციდენტად გაასაღოს", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system