თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

​აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, უწყების ცნობით, ჯებრაილის რაიონის გათავისუფლებული სოფელი სულეიმანლია აღბეჭდილი.

-13:43-

საომარ მოქმედებებში მონაწილე პერსონალის უზრუნველყოფისა და აღჭურვის საკითხები ყურადღების ცენტრშია და მათი დაუყოვნებლივ გადაწყვეტისთვის ყველა ზომის მიღება ხორციელდება, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ზონის მახლობლად მომარაგებისა და სამომხმარებლო მომსახურების მოძრავი პუნქტებია შექმნილი.

-12:26-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ახალ ვიდეოს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 12 ოქტომბრის ღამეს აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ტოვუზის რაიონის მიმართულებით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, დღეს დილით კი - ერთი, აღდამის რაიონის მიმართულებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system