თავში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს  - VIDEO - განახლებულია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომლებზეც, უწყების ცნობით, ოკუპაციისგან გათავისუფლებული ქალაქი შუშაა ასახული.

-16:49-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, უწყების ცნობით, ფრონტის ხოჯავენდის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და ცოცხალ ძალაზე დარტყმებია ასახული.

-14:39-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოს ავრცელებს,რომელზეც, უწყების ინფორმაციით, ასახულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ერთი ტანკისა და ერთი საბრძოლო მანქანის განადგურება, რომლებმაც ლაჩინ-შუშას გზაზე, სოფელ ზარისლის მახლობლად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებზე თავდასხმა სცადეს.

-13:19-

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც, უწყების ცნობით, ნაჩვენებია სომხეთის შეიარაღებული ძალების ტექნიკის განადგურება.

"8-9 ნოემბრის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ძალების მე-10 სამთო- მსროლელი დივიზიის ნაღმტყორცნებიდან, რომლებმაც რაიონის პოზიცია დაიკავეს, აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ესროლეს. ჩვენი ქვედანაყოფების ზუსტმა დარტყმამ ნაღმტყორცნები და მისი შემადგენლობა გაანადგურა.

აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ასევე 1 T-72 ტანკი სოფელ თონაშენის მახლობლად და ფრონტის ხოჯავენდის მიმართულებით მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა გაანადგურეს", - აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system