თავში

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის თავდასხმას 8 მოზარდი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის თავდასხმას 8 მოზარდი ემსხვერპლა
აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის თავდასხმას 8 მოზარდი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 27 სექტემბრიდან დღემდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად, 8 აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე დაიღუპა და 16 დაიჭრა. ამას გარდა, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით 40 სკოლა დაზიანდა.

"24 ოქტომბერს, დილით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორანბოის და ტერტერის რეგიონებს სარაკეტო და საარტილერიო იარაღით დაესხნენ თავს.  ტერტერის რაიონის სოფელ კებირლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, 2004 წელს დაბადებული, მე-10 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system