თავში

აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, შესაძლოა, აშხაბადში შეხვდნენ

​აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, შესაძლოა, აშხაბადში შეხვდნენ
აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, შესაძლოა, აშხაბადში შეხვდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, შესაძლოა, ერთმანეთს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში არის დაგეგმილი. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის ვიზიტი ირანში მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული იყო.

28 ნოემბერს აშხაბადში თურქმენეთის თავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (ECO) წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა სამიტი გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system