თავში

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებმა ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებმა ურთიერთ
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებმა ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები განიხილეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის, ანჯეი კასპშიკის მონაწილეობით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა გაცვალეს აზრები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგიონში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system