თავში

აზერბაიჯანმა გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

​აზერბაიჯანმა გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
აზერბაიჯანმა გაერო-ში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 75-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა სახელმწიფომ. ინფორმაციას გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

აზერბაიჯანმა დოკუმენტს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. თურქეთმა, ისევე როგორც წინა ჯერზე, ხმა მისცა რეზოლუციას, სომხეთმა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კვლავ არ მიიღო.

მსგავს რეზოლუციებს საქართველოს შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეა 2008 წლიდან იღებს. იმავე წლიდან აზერბაიჯანი ხმას აძლევს დოკუმენტს და მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს. ბოლო დღეს მიღებული რეზოლუცია რიგით მე-14 გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system