თავში

აზერბაიჯანმა გაეროში საქართველოს მხარი დაუჭირა

აზერბაიჯანმა გაეროში საქართველოს მხარი დაუჭირა
აზერბაიჯანმა გაეროში საქართველოს მხარი დაუჭირა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 48 -ე სესიის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ანგარიში "თანამშრომლობა საქართველოსთან".

დოკუმენტი ასახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში და სიტუაციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ აცნობა.

სესიაზე დამსწრე ევროკავშირის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვას, პოლონეთის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებმა გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა. ისინი მიესალმნენ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს, გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო.

შეგახსენებთ, წელს აზერბაიჯანი საქართველოს მეორედ უჭერს მხარს უმაღლეს საერთაშორისო სტრუქტურაში. მიმდინარე წლის ივნისში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 75 -ე სესიის ფარგლებში მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ქართველთა სტატუსის შესახებ", რასაც მხარი აზერბაიჯანმაც დაუჭირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system