თავში

აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა

აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა
აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა

აზერბაიჯანი საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისთვის სომხეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სახელით მომზადებული სარჩელი, რომლის შედგენაში აზერბაიჯანის წამყვანი იურისტები მონაწილეობდნენ, ევროსასამართლოში 2021 წლის 15 იანვარს შეიტანეს.

სარჩელში ხაზგასმულია, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთის ოკუპაციის შედეგად და ამას გარდა, აზერბაიჯანის 7 რეგიონში, აზერბაიჯანის მოქალაქეების სიცოცხლის უფლების შელახვის, მათი პირადი ცხოვრების პატივისცემის შელახვის, რელიგიის თავისუფლების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, საკუთრების უფლებებისა და თავისუფალი გადაადგილება უფლების შეზღუდვის საკითხები.

ამასთან, აღნიშნულ სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის 3,890 მოქალაქე უგზო-უკვლოდ გაქრა და რომ სომხეთს აზერბაიჯანის მოქალაქეების გაუჩინარების საკითხი არ გამოუძიებია.

ამასთან, სარჩელში ხაზგასმულია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ, 2020 წლის ივლისის თვეში, ტოვუზში აზერბაიჯანის მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რომლებიც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.

სარჩელში აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, რომ 44-დღიანი ომის დროს, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაჯიანის მოქალაქეების წინააღმდეგ არაჰუმანური ქმედებები განახორციელეს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, კერძოდ, ჟენევის კონვენციას.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის მიერ აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შედეგად, რომლებიც მდებარეობს საბრძოლო ზონიდან მოშორებით, დაიღუპა 93 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი და 28 ქალი, ხოლო 423 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 51 ბავშვი და 104 ქალი, განადგურდა 264 საცხოვრებელი კორპუსი, 9 294 კერძო სახლი და სხვა ქონება.

სარჩელში ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს წართმეული აქვთ თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება იმის გამო, რომ სომხეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწის ქვეშ დიდი რაოდენობით ნაღმები განათავსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system