თავში

აზერბაიჯანმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების წესები შეცვალა

აზერბაიჯანმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების წესები შეცვალა
აზერბაიჯანმა უცხოელებისთვის უნივერსიტეტებში ჩაბარების წესები შეცვალა

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა "აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნებში განათლების მიღების, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხოელების და მოქალაქეობის არმქონე პირების განათლების მიღების წესებში" ცვლილებები შეიტანა.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელების დაშვების გასაადვილებლად, აგრეთვე მათი განაცხადების შედეგების განხილვის, თვალყურის დევნისა და მონიტორინგის მიზნით, სტატისტიკური ანალიზის უზრუნველსაყოფად, უცხოელებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში აბარებენ, გამოცდების სახელმწიფო ცენტრში მისვლის გარეშე  რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

უცხოელებს მიეცემათ შესაძლებლობა მიმართონ საგანმანათლებლო დაწესებულებას ელექტრონული განაცხადის შევსებით აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს "განათლების ცენტრალიზებული საინფორმაციო სისტემის" ელექტრონული დოკუმენტების მისაღებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system